აქციებზე დაკავებულები

კობახიძე: როცა 500 ადამიანი ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში?

2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ცნობილი [ლაზარე] გრიგორიადისი. შემდეგ 2024 წლის გაზაფხულზე ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, დაპატიმრებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, აქედან 1 იქნა შეწყალებული და 5 დარჩა მხოლოდ პატიმრობაში - ამას ჰქონდა ძალიან ცუდი ეფექტი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი.

ახლა რა მოხდა, იყო დაახლოებით 500 ადამიანი ჩართული უმძიმეს ძალადობაში - სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ზოგადად და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. [...] არ არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. [...] იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, როდესაც 500 ადამიანი უმძიმესი ფორმით ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში? ამაზე მიპასუხეთ.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აქციების დროს დაკავებულ პირებზე საუბრისას.

კომენტარები