რუსული რეჟიმი

კობახიძე: რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, ჩვენ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს დავიბრუნებთ

ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება - გამთლიანებაში ერთის მხრივ ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების განვითარებას.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარედან ქართველებს თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ.

ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ საზოგადოებას.

ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ

კომენტარები