ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძე: უდიდეს მადლობას გადავუხდი ბიძინა ივანიშვილს ქართული საქმის კეთებისთვის

ქალბატონებო და ბატონებო, ახლახან შესრულდა 13 წელი ქართული ოცნების დაფუძნებიდან.

ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი, ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მე თავს უფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოცნების ყრილობაზე, სადაც კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომენტარები