რუსული რეჟიმი

ლიფტთან დაგვხდნენ, წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს - მოქალაქე თავდასხმაზე

რამდენიმე საათის წინ მოქალაქე ნუცა მახარაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას და მის მეგობრებს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ერთი პირი თავს დაესხა და წიწაკის სპრეით და საღებავით დაზიანება მიაყენა.


"ერთი თვეა მე და ქეთის დაგვსდევენ, 15 წუთის წინ ლიფტის კართან დაგვხდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს და "თქვენი ნაცი დედა მოვ**ანო ასე მოგვაძახა! დანარჩენს მერე გეტყვით!". - წერს მოქალაქე ნუცა მახარაძე სოციალურ ქსელში.

დაზარალებულების ერთ-ერთმა მეგობარმა, ნეკა ნათელაშვილმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი მეგობრების მიმართ აღნიშნული თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის და აქამდე, მის მეგობრებზე დევნა ხორციელდებოდა.

"სახლში მოვიდნენ ნუცა, ნუცას მამიდაშვილი სალომე და ჩვენი მეგობარი ქეთევან ჯანანაშვილი. ლიფტში შესვლისას ვიღაცამ ნახევრად დახურულ ლიფტის კარებშიშეასხა მწვანე საღებავი (არ ვიცით, რა შემადგენლობის არის და რა არის).

"თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ, მაგრამ ამას ჰქონდა წინაპირობა - დაახლოებით ერთი თვეა დაგვსდევენ, ქეთის ძმის მანქანას, რომელიც ძალიან ჰგავს ქეთის მანქანას საბურავები დაუჭრეს და აერიათ სავარაუდოდ. გუშინ წინ სახლში დახვდნენ, სადარბაზოში აყვნენ ვიღაცები და სავარაუდოდ, ამისთვის ემზადებოდნენ

სასწრაფომ ვერ გაიგო რა აქვთ თვალებში შესხმული და რადგან ვერ გაიგეს, ქეთი და სალომე კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ". - თქვა ნეკა ნათელაშვილმა ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები