დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომზე და ვითარებაზე სირიასა და ღაზის სექტორში.
საუბრის შემდეგ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ ერდოღანმა ის თურქეთში მიიწვია.
"მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან მუშაობას, რათა მალე დავასრულოთ ეს სულელური, მაგრამ მომაკვდავი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის" – წერს ტრამპი.





