მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ახალ სამხედრო გეგმას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა კონტროლს მთლიან ღაზის სექტორზე დაამყარებს და ტერიტორიებს დაუზუსტებელი დროის განმავლობაში დაიკავებს. აღნიშნულ ცნობას Sky News ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, გეგმა ითვალისწინებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასაც.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ ახლად დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას სექტორის სამხრეთ ნაწილში გადავიდოდა, რათა ჰუმანიტარული დახმარება ჰამასის ხელში არ აღმოჩნდეს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ახალი შეტევის გეგმა 5 მაისის დილით დაამტკიცა – რამდენიმე საათის შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ რეზერვის ათიათასობით ჯარისკაცი გამოიძახეს მობილიზებისთვის.
მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასთან 2023 წელს დაწყებული ომის მიზნების მიღწევაში დაეხმარება, თუმცა ის ასევე გამოიწვევს ასიათასობით პალესტინელის იძულებით გადაადგილებას ღაზის სამხრეთ ნაწილში, რაც უკვე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს გააღრმავებს.
გეგმა, ამავე მაღალჩინოსნების ცნობით, "სექტორზე კონტროლზე დამყარებასა და ტერიტორიების დაკავებას" ითვალისწინებს. გეგმა ასევე შეუშლის ხელს ჰამასს ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაში, რაც დაჯგუფებას ღაზაში მმართველობის გაგრძელებაში ეხმარება.