სომხეთი

სომხეთში რუსეთის ელჩი: სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად არ უნდა გამოიყენონ

სომხეთში რუსეთის ელჩის, სერგეი კოპირკინის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ სომხეთის ხელისუფლება არ დაუშვებს, ქვეყანა მოსკოვის წინაამდეგ "მეორე ფრონტის" გასახსნელად გამოიყენონ.

"სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ იმ კეთილგანწყობილი განცხადებების მიღმა, რომლებსაც რეგიონში აქტიური ავრცელებენ დასავლური ქვეყნები, დამალულია ბოროტი ზრახვები. მეტიც, მათი ოფიციალური წარმომადგენლები ამას, ფაქტობრივად, თავადვე აღიარებდნენ, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მალევე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ოფიციალურმა პირებმა ნიღბები ჩამოიხსნეს და ღიად განაცხადეს, რომ მათი მიზანია რუსეთის, ასევე ირანისა და ჩინეთის ბოროტმოქმედი გავლენის შემცირება სამხრეთ კავკასიაში. ამას უკავშირდება მათი მიზანმიმართული მცდელობა, დააზიანონ ერევანსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობები, იმ მოტივით, რომ დაეხმარონ სომეხ პარტნიორებს "ურთიერთობების დივერსიფიკაციაში. სომხეთს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, რა თქმა უნდა აქვს ყველა უფლება, განავითაროს ურთიერთობა ვისთანაც სურს. თუმცა ჩვენ საფუძვლიანად ველით, რომ ჩვენი სომეხი მოკავშირეები არ დაუშვებენ, დასავლეთში არსებულმა რუსოფობიურმა ძალებმა მათი მშვენიერი ქვეყანა რეგიონში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად გამოიყენონ," - თქვა მან.

კოპირკინმა ასევე აღნიშნა, რომ "რუსეთი არ არის დასავლური აქტიურობისა და დასავლური ქვეყნების რეგიონში ყოფნის წინააღმდეგი".

"საერთოდაც არა. ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რა რეალური მიზნებითა და ამოცანებით მოდიან გარე მოთამაშეები სამხრეთ კავკასიაში," - დაამატა მან.

კომენტარები