რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ბახმუტთან ახლოს, რუსულ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტში მდებარე რუსულ სამხედრო შტაბზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს.

"ვადასტურებთ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტზე გამანადგურებელი დარტყმა მიიტანა, რომელიც ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე, ბახმუტის რაიონში მდებარეობს.

ამ დროისთვის ზუსტდება მტრის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია". – წერია უწყების განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიშის შედეგად მნიშვნელოვნად შესუსტებულია რუსეთის საოკუპაციო ჯარების ბრძოლისუნარიანობა პოკროვის მიმართულებით.

კომენტარები