აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იმედოვნებს, რომ უკრაინა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას "დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს" და რომ ეს "სულ მცირე, სამი კვირით არის დაგვიანებული".
ტრამპმა ასევე დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა "სირთულეების გარეშე" მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ მხრივ მომავალში წარმატებას ელის.
ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელზე, Truth Social-ზე წერს.
"უკრაინამ, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს, აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან იშვიათი წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებისთვის ხელი არ მოუწერია. სულ მცირე, სამი კვირით არის დაგვიანებული. იმედია, დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს. რუსეთსა და უკრაინას შორის ზოგად სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა სირთულეების გარეშე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, მომავალში წარმატება გველის!". - წერს ტრამპი.
მანამდე, უკრაინის ფინანსთა მინიტრმა, სერჰიი მარჩენკომ Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ უკრაინასა და აშშ-ს კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებისთვის ხელის მოწერამდე გარკვეული საკითხები აქვთ გასარკვევი, თუმცა უკრაინული მხარე მის გასაფორმებლად "რაც შეიძლება სწრაფად" მუშაობს.
გამოცემის თანახმად, მარჩენკოს უკრაინული მხარის კითხვების შესახებ დეტალებზე არ ულაპარაკია და ხელშეკრულების გაფორმების ზუსტი სავარაუდო დრო არ დაუსახელებია.
"პროგრესი იყო და ახლა ჩვენი გუნდები ძალიან მჭიდროდ მუშაობენ. [...] კვლავ არის რაღაც კითხვები, რომლებსაც განვიხილავთ. [...] რაც შეიძლება სწრაფად ვმუშაობთ, რომ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ". - თქვა მარჩენკომ გამოცემასთან საუბრისას.
მანამდე, 17 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებას უკრაინული და ამერიკული მხარეები ხელს 24 აპრილს მოაწერდნენ. თუმცა, მარჩენკომ Reuters-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამას არ ელოდებოდა.
გუშინ, 24 აპრილს მარჩენკო და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნები აშშ-ს ფინანსთა მინისტრ, სკოტ ბესენტს შეხვდნენ, რათა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება და დასავლეთში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაყინული რუსული აქტივების შესახებ შეკითხვები განეხილათ.
მემორანდუმს ხელს უკრაინის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აწერენ.
მემორანდუმს ხელს უკრაინის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აწერენ.





