დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და ბუნებრივია, ამაში დიდი როლი აქვს ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით, კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას, საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა, ქვეყანა გადაარჩინა, ამავდროულად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.
ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ უკვე მეორედ პრემიერმინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით, დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას.
[...]
მსურს ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის. მე წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად ქართული ოცნების დიდ გუნდს. მადლობა ქართული ოცნების თითოეულ წევრს, მხარდამჭერს, იმ უზარმაზარ არმიას, რომელთან ერთადაც ამდენი წარმატება ვიზეიმეთ.