ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

PA-ს პრეზიდენტი ჰამასს: ძაღლის შვილებო, გამოუშვით მძევლები და დაამთავრეთ ეს ამბავი

პალესტინის ადმინისტრაციის (AP) პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი
REUTERS/Mohammed Torokman

პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რათა ღაზის სექტორში ისრაელისთვის ომის გაგრძელების წინაპირობა აღარ არსებობდეს.

"უმთავრესი პრიორიტეტი ღაზის სექტორში გამანადგურებელი ომი დამთავრებაა. ეს უნდა შეწყდეს - ყოველდღე ასობით იღუპება". - თქვა აბასმა. "რატომ არ აძლევთ მათ მძევლებს?" - დაამატა მან.

ამასთანავე, აბასმა ჰამასს "ძაღლის შვილები" უწოდა და მათ მოუწოდა, "გაათავისუფლეთ ისინი, ვინც ტყვედ გყავთ და დაამთავრეთ ეს ამბავი. გააქრეთ მათი [ისრაელის] გამამართლებელი საბაბები. დაასრულეთ".

აბასმა აღნიშნული განცხადებები პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ცენტრალური საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

PA-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ საბჭო უარყოფს ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის მცხოვრებლების სახლებიდან გასახლების მცდელობებს, რასაც მან "ახალი ნაკბა" უწოდა.

კომენტარები