თბილისში, აეროპორტის გზაზე მოტოციკლი ქვეით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარის შესახებ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ დროისთვის, მომხდარზე მეტი დეტალი უცნობია.





