რუსული რეჟიმი

საიტზე ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო, ვმუშაობთ ხარვეზის აღმოფხვრაზე - შსს SMS ჯარიმებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლთან (შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი) დაკავშირებით მოქალაქეებისთვის გაგზავნილი სმს ჯარიმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ცნობისთვის დღეს, 23 აპრილს მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სმს ჯარიმები მიიღეს, სადაც რამდენიმე მათგანს უწყება სატრანსპორტო საშუალების არასწორი გაჩერებისთვის 5000 ლარით აჯარიმებდა.

როგორც შსს განცხადებაშია აღნიშნული, უწყებამ 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გამოქვეყნება ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწყო, თუმცა ქვითრები გამოქვეყნდა "ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით"

შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ - police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე

ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს". - წერია განცხადებაში..

კომენტარები