იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ, Facebook-ზე გავრცელებულ ჯარიმის სმს სქრინებს გამოეხმაურა.
ცნობისთვის დღეს, 23 აპრილს მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სმს ჯარიმები მიიღეს, სადაც რამდენიმე მათგანის თქმით, მათ უწყება სატრანსპორტო საშუალების არასწორი გაჩერებისთვის 5000 ლარით აჯარიმებდა.
რეჟიმის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და ქეთევან ქერაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მას ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა ის შსს-მ "მანქანის არასწორი გაჩერებისთვის", 5000 ლარით დააჯაარიმა.
ასევე, ქართველი მწერალი, ივა ფეზუაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ "ქართულმა ოცნებამ, სატრანსპორტო საშუალებად გადააკვალიფიცირა". - ფეზუაშვილი რეჟიმმა 5000 ლარით დააჯარიმა.
იურისტი ნიკა სიმონიშვილის თქმით, აღნიშნული სმს-ები სატრანსპორტო საშუალების არასწორი გაჩერების გამო არ მისდით მოქალაქეებს, რადგან შსს ვიდეოჯარიმების სმს შაბლონს იყენებს.
სიმონიშვილი ასევე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვის ჯარიმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაიწყო, ხოლო მისი გასაჩივრება, მოქალაქეებს სმს-ის მიღების დღიდან 10 დღის ვადაში შეეძლებათ მისი გასაჩივრება.
"შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო.
დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამის შესახებ მესიჯი და მოკლე სამართლებრივ გზამკვლევს დაგიწერთ, რა უნდა გააკეთოთ.
შსს-ს მესიჯში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული ჯარიმა, თუმცა ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს შსს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული. შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს.
აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა - თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.
მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად.
რა ვადაში და როგორ?
გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად.
შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი.
ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ.
ჯარიმის ნახვა ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ: https://videos.police.ge/
თუ ჯარიმის გასაჩივრებისთვის შაბლონი გჭირდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ". - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აღნიშნიული სმს ჯარიმა ასევე მიიღო, მოქალაქე ოკტაი კაზუმოვმა და დათო სიმონიამაც.
დათო სიმონია წერს, მას ავტომობილი არასდროს ჰყოლია.





