რუსეთი

მედვედევი ჩეხ ჰოკეისტზე: ვურჩევ, რომ გზაზე ფრთხილად გადავიდეს

დმიტრი მედვედევი
Roman Naumov / URA.RU / Global Look Press

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ლეგენდარულ ჩეხ ჰოკეისტს, დომინიკ ჰაშეკს ემუქრება

აქამდე ჰაშეკმა საკუთარ X-ზე დაწერა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი მას მკვლელობით დაემუქრა და ამ ამბავთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას წერილით მიმართა.

"დღეს 2 წერილი გავგზავნე. ერთი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტთან და აღმასრულებელ საბჭოსთან. მეორე კი ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან და საბჭოს წევრებთან. მათ შევატყობინე, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, მედვედევი მოკვლით დამემუქრა. ამას გარდა, სხვა დეტალებთან ერთად, ხაზი გავუსვი როგორი მნიშვნელოვანი იქნება მათი გადაწყვეტილება მომდევნო თვეებში, კვლავ უზრუნველყონ დახმარება ისეთი წესების შექმნაში, რომელთა მეშვეობითაც სპორტული შეჯიბრებები რუსეთის ომის რეკლამა არ იქნება და მათ გამო ხალხი არ დაიხოცება." - დაწერა ჩეხმა ჰოკეისტმა 22 აპრილს. 

ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან კომენტარი გააკეთა დმიტრი მედვედევის დამხმარემ, ოლეგ ოსიპოვმა.

"დმიტრი ანალოიევიჩი თვლის, რომ ყოფილ მეკარე ჰაშეკს აწუხებს მძიმე ფსიქოლოგიური დაავადების ფორმა: რუსოფობია, რომელიც გამოვლენილია ადევნებაზე ბოდვის ფორმით." - თქვა ოსიპოვმა.

"მას ვურჩევდი, რომ გზაზე ფრთხილად გადავიდეს, არ დალიოს ლუდი შეუმოწმებელ ადგილებში და რეგულარულად მოინახულოს ფსიქიატრი." - ციტირებს მედვედევის სიტყვებს მისი დამხმარე. 

აქამდე, მარტის ბოლოს სტენლის თასის ორგზის მფლობელმა ჰაშეკმა ხალხს მოუწოდა, რომ NHL-ში ერთ-ერთი რეკორდის რუსი ჰოკეისტის, ალექსანდ ოვეჩკინის მიერ მოხსნა არ გახარებოდათ. მედვედევმა ოვეჩკინს გამარჯვება მიულოცა და მისალოც პოსტს დაურთო: "P.S. შეშლილი ჩეხი ჰაშეკის სუიციდს ველოდებით".

კომენტარები