საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფომრმაციით, 22 აპრილს, მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
"დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას". - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო-ეუთო
საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა
