საქართველო-ეუთო

საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდი ეწვევა

2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავასთან, საქართველოს ვიცეპრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან". – ნათქვამია განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ყოფნისას, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში, წყლის მომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.

კომენტარები