პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

მეფე ჩარლზი: სამძიმარს ვუგზავნით მათ, ვინც ქრისტეს ამ ერთგული მიმდევრის დაკარგვას გლოვობს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მეფე ჩარლს III-ის წერილს აქვეყნებს.

"მე და ჩემი მეუღლე ღრმად დაგვამწუხრა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების ცნობამ. თუმცა, გულს ოდნავ გვიმსუბუქებს ის ფაქტი, რომ მისმა უწმინდესობამ შეძლო გაეზიარებინა აღდგომის მილოცვა ეკლესიისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდა.

მისი უწმინდესობა სამუდამოდ დაგვამახსოვრდება მისი თანაგრძნობის, ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვისა ყველა მორწმუნის საერთო მიზნებისთვის გაწეული ღვაწლის გამო.

მისი რწმენა, რომ შექმნაზე ზრუნვა ღმერთისადმი რწმენის ერთ-ერთი გამოხატულებაა, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვით, ის ღრმად შეეხო უამრავი ადამიანის ცხოვრებას.

დედოფალთან ერთად, განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებთ წლების განმავლობაში მის უწმინდესობასთან შეხვედრებს და გული მადლიერებით გვევსება მადლიერებით, რომ ამ თვეში მისი ნახვის შესაძლებლობა კვლავ მოგვეცა.

გულწრფელ სამძიმარს და ღრმა თანაგრძნობას ვუგზავნით იმ ეკლესიას, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით ემსახურებოდა და იმ უამრავ ადამიანს, ვინც შთაგონებული იყო მისი ცხოვრებით და ახლა იესო ქრისტეს ამ ერთგული მიმდევრის დაკარგვას გლოვობს". - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის სამძიმრის წერილში.

კომენტარები