ტრამპის ადმინისტრაცია

Reuters: ჰეგსეთის მრჩეველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისთვის თანამდებობიდან დროებით მოხსნეს

პიტ ჰეგსეთი და ჰეგსეთის მეუღლე, ჯენიფერი (უკანა პლანზე)

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის ერთ-ერთი მრჩეველი, დენ კალდუელი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებისთვის დროებით გაათავისუფლეს.

გამოცემასთან ანონიმური წყარო ამბობს, რომ სამინისტროში მიმდინარეობდა გამოძიება, რა დროსაც კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებაში ბრალი ჰეგსეთის მრჩეველს წაუყენეს, რის შემდეგაც მას ადმინისტრაციულად თანამდებობის დროებით დატოვება მოუწია მანამ, სანამ გამოძიება მიმდინარეობს.

აღნიშნულ პირს Reuters-თან არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად ვის და რა ინფორმაცია მიაწოდა ჰეგსეთის მრჩეველმა. 

21 მარტს, ჰეგსეთის აპარატის უფროსმა მოითხოვა გამოძიების დაწყება "ბოლო პერიოდში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. კალდუელის დროებით გათავისუფლებაც დიდი ალბათობით ამ გამოძიებასთან არის კავშირში. 

კომენტარები