სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ოცნება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ რჩება ევროპულ გზაზე, რაც ტყუილია

ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დღითიდღე უფრო აქტიური ხდება, ვნახეთ თუნდაც ამ ერთ კვირაში - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა 10 აპრილს. ეს რეზოლუცია აღნიშნავს, რომ არ არის პროგრესი იანვრის რეზოლუციასთან მიმართებით, ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა და ისიც აღნიშნეს, რომ ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, სამართლიანი პირობებით ჩასატარებლად არანაირი ძალისხმევა არ ყოფილა. ასევე რეზოლუცია უწევს რეკომენდაციას, რომ ევროსაბჭოს წამების კომიტეტი და გაიმართოს ვიზიტი.

რეზოლუციაში ასევე არის ზოგადად, ცხადია, ყველა იმ რეპრესიული მეთოდის დაგმობა. ჩეხეთის სენატის რეზოლუცია მიღებული იქნა ჩემს წინ, არცერთი ხმა წინააღმდეგი არ იყო, მიიღეს კონსენსუსით რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ახალი საპარლამენტო არჩევნებისკენ, რაც ერთადერთი გამოსავალია მძიმე კონსტიტუციური კრიზისიდან.

[...] ამავე დროს, 9 აპრილს შეიკრიბა ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს საკითხის განსახილველად და იქაც იქნა მოთხოვნილი ახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. [...] გერმანიის, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა კოალიციამ, რომლის შეთანხმების ტექსტში აღინიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეიძლება აღდგეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეყრდნობა საქართველო დემოკრატიულ პროცესებს, იქნება გაქარწყლებული. "ჩვენ ვართ და ვდგავართ პროევროპულ ძალებთან და ძალების გვერდით" - ასე წერია ახალი კოალიციის ერთიან ტექსტში.

ყველა ეს განცხადება გვიჩვენებს, თუ რამდენად ტყუილი განცხადებები გაკეთდა კობახიძის მიერ, როცა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომელიც რჩება მთლიანობაში ევროპული ინტეგრაციის მომხრე, რომ თვითონაც ამზადებენ ევროპულ გზას, თუმცა ყველა ის განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან მოვისმინეთ მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ ევროპული გზა საქართველოსი დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეჩერდეს რეპრესიები, გაათავისუფლონ პატიმრები და დანიშნონ ახალი არჩევნები. ეს არის ეთადერთი გზა, რომ არ შეჩერდეს საქართველოს სვლა ევროპისკენ.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები