იაპონია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს.
იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, მიუხედავათ რუსეთთან რთული ურთიერთობისა, კურილის კუნძულების დაბრუნებისთვის, აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაიწყოს.
"იაპონია-რუსეთის ურთიერთობები ახლაც რთულ ეტაპზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო. მაგრამ იაპონია გეგმავს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, რომელიც ჩრდილოეთ ტერიტორიებზე მოლაპარაკებებს გულისხმობს". – წერია საგარეოს განცხადებაში.
ჩრდილოეთ ტერიტორიებში იგულისხმება კურილის კუნძულები: კუნაშირი, შიკოტანი, იტურუპი და ჰაბომაი.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი, მისი თქმით, ამ ეტაპზე ორ სახელმწიფოს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იაპონური კუნძულები საბჭოთა კავშირის მმართველობაში გადავიდა. 1956 წელს სსრკ-მ იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც შიკოტანი და ჰაბომაი ისტორიულ პატრონს უბრუნდებოდა, თუმცა იაპონია, რომელიც ოთხივე კუნძულის დაბრუნებას ითხოვდა, ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.
მას შემდეგ სხვადასხვა სიხშირით ქვეყნები სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაზე მუშაობდნენ. 2003 წელს იაპონიის ხელისუფლებამ კურილებს ოკუპირებული ტერიტორიები პირველად 2003 წელს უწოდა. 2022 წელს რუსეთმა დასავლური სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა.





