ტრამპის ტარიფები

ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დიაგრამის წარდგენისას
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს არ გააუქმებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

ტრამპის თქმით, თუ ჩინეთი უკან არ დაიხევს, ახალი, 50%-იანი ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევა და მოლაპარაკებები მხარეებს შორის შეხვედრის საკითხზე გაუქმდება. 

აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. 

ბრძანების თანახმად, ჩინურ იმპორტზე დაწესდა უკვე არსებულ ტარიფზე დამატებით 34%-იანი ტარიფი. ჯამში, აშშ-ს მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფი 54%-ს შეადგენს. 34%-იანი იმპორტის გადასახადი ძალაში 9 აპრილს შევა. 

საპასუხოდ, ჩინეთმა 4 აპრილს ასევე დაანონსა 34%-იანი ტარიფი აშშ-ს წინააღმდეგ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, მუქარები და ზეწოლა ჩინეთთან ურთიერთობის სწორ გზას არ წარმოადგენს. პეკინმა განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ თანაბარ "საპასუხო" ტარიფთან დაკავშირებით გააკეთა და ეს "ეკონომიკურ ბულინგად" შეაფასა. 

კომენტარები