"დიფ სთეითმა" უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს, მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ პროცესში და ახლა თავიდან-ბოლომდე, ექსკლუზიურად, "დიფ სთეითმა" დაავალა ევროპულ სტრუქტურებს უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც, ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები და ეს ტვირთის თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა.
[...]
ეროვნული ინტერესია იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში, უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება უზარმაზარი მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან არიდება, მეორე ფრონტის თავიდან არიდება და ამის გამო არის გაგულისებული "დიფ სთეითი" და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას.





