დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი გაათავისუფლა

4 აპრილს, დემოკრატი კანონმდებლების ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) დირექტორი ტიმოთი ჰაუ გაათავისუფლა.  

სენატის დაზვერვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, მარკ უორნერმა, დაგმო ტიმოთი ჰაუს დათხოვნა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა აშშ-ს კიბერ სარდლობას. უორნერმა განაცხადა, რომ ჰაუმ "სამხედრო უნიფორმაში, პატივით და ღირსეულად 30 წელზე მეტი იმსახურა".  

FT წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა ტრამპმა გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ულტრა მემარჯვენე აქტივისტს ლაურა ლუმერმა ტრამპს უთხრა, რომ ეს თანამშრომლები არ იყვნენ ლოიალურები მის "Make America Great Again" (MAGA) პოლიტიკის მიმართ.

ლაურა ლუმერი, სოციალური მედიის მემარჯვენე ფიგურაა და შეთქმულების თეორიების მომხრეა. ლუმერმა პრეზიდენტს წარუდგინა გარკვეულ თანამშრომლებზე მისი მოკვლევის შედეგები და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.  

New York Times, ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, იტყობინება.  

წყაროს ცნობით, გათავისუფლდნენ უოლცის სააგენტოს, NSC-ის სულ მცირე სამი თანამშრომელი, მათ შორის ბრაიან უოლში, რომელიც დაზვერვის საკითხებზე მუშაობდა, და თომას ბუდრი, საკანონმდებლო ურთიერთობების დირექტორი, რომელიც ადრე კონგრესში უოლცთან მუშაობდა.  

სხვა წყაროს თქმით, უოლცი მზარდი ზეწოლის ქვეშ იყო MAGA-ს ბანაკიდან, რომლებიც მას ნეოკონსერვატორად მიიჩნევდნენ. მესამე წყაროს ინფორმაციით, ეს გათავისუფლებები მიანიშნებს იმაზე, რომ უოლცის პოზიციაც სუსტდება, რადგან მან ვერ შეძლო თავისი გუნდის დაცვა.  

NSC-ის წარმომადგენელმა, ბრაიან ჰიუზმა, უარი განაცხადა გათავისუფლებების დადასტურებაზე ან უარყოფაზე და მხოლოდ განაცხადა, რომ NSC "არ აკეთებს კომენტარს პერსონალურ საკითხებზე".  

"ყოველთვის გავათავისუფლებთ იმ ადამიანებს, ვინც არ მოგვწონს, ვისაც არ ვთვლით, რომ სწორად ასრულებს სამუშაოს, ან ვისაც შეიძლება ერთგულება სხვა ადამიანების მიმართ ჰქონდეს." - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა

კომენტარები