ტრამპის ტარიფები

ტრამპის ტარიფების შემდეგ 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $208 მილიარდით გაუფასურდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $208 მილიარდით გაუფასურდა.

Bloomberg-ის მიხედვით, ყველაზე მეტად Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა და Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა იზარალეს. 

არსებული ინფორმაციით, ზაკერბერგის ქონება ერთ დღეში $17.9 მილიარდით იზარალა და მისი ქონების 9%-ით გაუფასურდა. 9%-ით შემცირდა Amazon-ის აქციებიც, რაც მის მფლობელს, ჯეფ ბეზოსს საკუთარი ქონებიდან $15.9 მილიარდი დაუჯდა. 

Tesla-ს დამფუძნებელის, ილონ მასკის ქონება მიმდინარე წელს ჯამში $110 გაუფასურდა, აქედან $11 მილიარდით 3 მარტს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების დაანონსების შემდეგ, რა დროსაც Tesla-ს აქციები 5.5%-ით შემცირდა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

კომენტარები