ჩინეთი-რუსეთი

პუტინმა სი ძინფინგი 9 მაისის ღონისძიებაზე დასასწრებად დაპატიჟა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოიწვია

პუტინმა მოსკოვში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ითან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ სი ძინფინგის რუსეთში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩამოსვლას ელოდება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას როგორც "ნაცისტურ გერმანიაზე", ისე "მილიტარისტულ იაპონიაზე", და ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეძლებს სი ძინპინთან ამ ზეიმების კულუარებში სამიტის გამართვას.

"ვუგზავნი მოკითხვას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ჩვენს დიდ მეგობარს. ველით მას რუსეთში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. ერთად აღვნიშნავთ ამ იუბილეს, ფაშისტურ გერმანიაზე და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვებას" - თქვა პუტინმა

კომენტარები