ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი მოსკოვში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება. რუსეთში ჩასვლის მიზანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განხილვაა.
ვანგ იმ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა სამი პრინციპით დაახასიათა: 1) სამუდამოდ მეგობრობა და არასდროს მტრობა 2) თანასწორობა და ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობა 3) მიუმხრომლობა და კონფრონტაციისგან თავის შეკავება.
"სამუდამოდ მეგობრები, არასდროს მტრები" არის ის პრინციპი, რომელიც მაღალ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს" – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
ჩინეთმა და რუსეთმა "ულიმიტო" სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ რამდენიმე დღით ადრე გააკეთეს. ბოლო ათი წლის მანძილზე, სი ძინფინგი და პუტინმა ერთმანეთთან 40-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.





