ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც რუსეთში 9 მაისს აღნიშნავენ, ჩასვლას აპირებს.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსული გამომცემლობა Интерфакс პეკინში რუსეთის ელჩის, იგორ მორგულოვის, განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა მიიღო მოწვევა, 9 მაისს მოსკოვში მონაწილეობა მიიღოს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში" - თქვა ელჩმა.
მან ასევე დაამატა, რომ სი ძინფინგმა თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში, იაპონიასთან ომში ჩინელი ხალხის გამარჯვების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია, რომლებიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.
ჩინურ მხარეს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.





