კახა კალაძე

კალაძე: ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც მისი წამება

ეს ჩვეულებრივი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა. ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც წამება. წამება იყო მათი ხელწერა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ - აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. დღეს, ისინი შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ და ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ. ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ უწამებია. ეს არ არის ქართული ოცნების ხელწერა. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ყველასთან გვაქვს ერთი მიდგომა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც შსს-მ საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში უწყება წერდა, რომ შემოწმებისას ხოშტარიას, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება აღმოუჩინეს.

კომენტარები