ესპანეთში, კატალონიის რეგიონის უზენაესმა სასამართლომ ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვეში სექსუალური ძალადობის საქმეზე გაამართლა.
ბარსელონას ყოფილი მარჯვენა მცველი 2023 წელს იანვარში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 2024 წლის თებერვალში კი ალვეში პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამავე წლის მარტში სასამართლომ ალვეშს პატიმრობის გირაოთი შეცვლა შესთავაზა და გირაოს სახით €1 მილიონის გადახდა დააკისრა.
დღეს კი კატალონიის უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და ბრაზილიელი ფეხბურთელი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაამართლა. სასამართლოს განმარტებით, თავდაპირველ განაჩენში "შეუთავსებლობები და წინააღმდეგობები" იყო.
კატალონიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ესპანეთის უზენაეს სასამართლოშია შესაძლებელი.