კანადა-აშშ

კარნი: აშშ სანდო პარტნიორი აღარ არის, ტრამპმა პატივი უნდა სცეს კანადის სუვერენიტეტს

კანადის პრემიერის, მარკ კარნის თქმით, უახლოეს დღეებში ის აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარს გამართავს.

ეს კარნისა და ტრამპს შორის პირველი დიალოგი იქნება მას შემდეგ, რაც კარნის კანადის პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

"საუბარი ახლო მომავალში შედგება, 1 ან 2 დღეში". - თქვა კარნიმ.

ამასთან, კარნის თქმით, დონალდ ტრამპმა კანადის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს – "ეს არც თუ ისე ბევრის თხოვნაა, თუმცა, როგორც ჩანს მისთვის ეს ძალიან ბევრია".

ამავდროულად, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ ტარიფების დაწესებისა და ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე, აშშ კანადისთვის სანდო პარტნიორი აღარ არის.

"ყოვლისმომცველი მოლაპარაკებებით, შესაძლოა, ჩვენ შევძლოთ გარკვეული ნდობის აღდგენა, მაგრამ უკან არ დავიხევთ. ჩვენ გვჭირდება, რომ მკვეთრად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება აშშ-ზე. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების სხვაგან გადატანა". - თქვა კარნიმ.

კომენტარები