MEGOBARI აქტი

გორდულაძე MEGOBARI აქტზე: ამ მტრულ აქტს ძალაში შესვლამდე დიდი გზა აქვს გასავლელი

აშშ-ს სენატში მიღებულ მტრულ აქტს კიდევ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ საბოლოოდ ძალაში შევიდეს. აქ მთავარია, ეს აქტი როდის მიიღეს. ის სენატში 31 მარტამდე მიიღეს და ეს ერთგვარი მუხტის მიცემას ჰგავს, რომ აქცია ჩატარდეს, ადამიანები გახალისდნენ და თბილისის ქუჩებში ახალი შემართება და ახალი ცეცხლი გაჩნდეს.

აქ ყველაზე მეტად დიდი კითხვის ნიშნები დგას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება, რომ როცა ტრამპის ადმინისტრაცია "დიფსთეითს" სრულ ბრძოლას უცხადებს, ვხედავთ, რომ "დიფსთეითის" წარმომადგენლებს საცეცები ჯერ კიდევ მყარად აქვთ გადგმული და მათ შეუძლიათ, თავიანთ აგენტურას ისეთი აქტები მიაღებინონ, როგორსაც საქართველოს მტრული აქტი ჰქვია. 

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას.

კომენტარები