ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

სალია პარტიების აკრძალვაზე: ეს არის დემოკრატიული პროცესი, რადგან დემოკრატიის ფარგლებშია

საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, ამას გადაწყვეტდა სხვა ორგანო. ამ მოცემულ ვითარებაში, ამ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს სხვა ორგანოს - საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, ამოცანა ქართული ოცნების არ შეცვლილა, დანაპირები თავისი ამომრჩევლის წინაშე არ შეცვლილა და ამას ახორციელებს.

ეს არის დემოკრატიული პროცესი იმიტომ, რომ ხორციელდება დემოკრატიის ფარგლებში და მეტსაც გეტყვით, ის პროცესი, რასაც დღეს აქვს ადგილი, რასაც ახორციელებენ ე.წ. დესტრუქციული ოპოზიციური ძალები პირდაპირ ხელს უშლის საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებას. მათ ფაქტიურად მითვისებული აქვთ ოპოზიციური ველი და დაკავებული არიან იმით, როგორ ავლონ სახელმწიფოს. ამას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, პაატა სალიამ.

27 მარტს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და "მისი სატელიტი პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.

კომენტარები