წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ხაზარაძე: თავისუფლების აღკვეთა არ არის თავისუფლების წართმევა

რამდენსაც თქვენ გამიმეორებთ, რომ დამიჭერენ და ა.შ., მე პირადად, ამ პროცესს ძალიან მშვიდად ვუყურებ. შინაგანი, ძალიან სერიოზული სიმშვიდე მაქვს, იმიტომ, რომ თავისუფლების აღკვეთა არ არის თავისუფლების წართმევა. ცხოვრებაში ძალიან კრიტიკულ სიტუაციებში ვყოფილვარ, მაგრამ თავისუფლება არ დამითმია. საკანში ვიქნები თუ გარეთ ვიქნები - შეიძლება, გარეთ იყო, მაგრამ თავისუფალი ადამიანი არ იყო [...]

გასაგებია, რომ სასიამოვნო ამბავი არ არის, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის ქვეყნის ბოლო, რაღაცის დამთავრება, პირიქით, შეიძლება, ახალი რაღაცის დასაწყისი იყოს, იმიტომ, რომ ბევრი ფიქრისა და გადახარშვის საშუალებას მომცემს. 

ასე უპასუხა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.

წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

დღეს, 27 მარტს, ის გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოშია დაბარებული.

კომენტარები