სოზარ სუბარი

სუბარი: ზელენსკიმ თქვა, ხალხი არ გავიყვანეთ, გზები გადაიტვირთებოდაო – გაწირა დასაბომბად

ზოგჯერ ვფიქრობთ, ხომ არ გავდივართ იმ ზღვარზე, რომელიც რაღაც სახელმწიფო საიდუმლოების ზღვარია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, რადგან იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომლის შვილიც შეეწირა სახელმწიფო სამსახურს, უნდა იცოდეს ვისი შეცდომები, ვისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები და დანაშაულებრივი ბრძანებები დგას იმ ტრაგედიების უკან.

ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს რატომ მოხდა ამდენი მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება, მაშინ, როცა შესაძლებელი იყო ამ ადამიანების ბევრად ადრე გამოყვანა ომის სავარაუდო ზონიდან. გუშინ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არ გამოვიყვანეთ, რადგან მაშინ გაიგებდნენ, რომ რაღაც ხდებოდაო, ანუ მოსახლეობა გაწირეს, მძევლად ჩატოვეს ჰქვია ამას.

სხვათა შორის, ზუსტად იგივე, რაც მოვისმინეთ სამი წლის წინ ზელენსკისგან, რომელმაც თქვა, რომ "გზები გადაიტვირთებოდაო", მოკლედ მოსახლეობა გაწირეს დასაბომბად, რადგან თავისი გეგმები და ამოცანები ჰქონდათ. დანაშაულებრივი რეჟიმის სურათი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თქვენი მონათხრობიდან.

უთხრა ივანიშვილის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლაშა ქოიავას.

ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" 5 თებერვალს შექმნა.

კომენტარები