სოზარ სუბარი

სუბარი მარგველაშვილზე: ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ ჩაისხმევა, გასკდება და დაიხევა

სახელმწიფო ინტიტუტები ირღვევა მაშინ, როდესაც ერთი გარკვეული ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობენ არ ჩაეტიონ თავის ფარგლებში და გადიან ფარგლებს გაღმა. დღეს მარგველაშვილი არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესუბლიკის მოდელში და ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის. ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ ჩაისხმევა, იმიტომ რომ გასკდება და დაიხევა. ამას უკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ ჩაეტევა იმ ჩარჩოებში, რაც განსაზღვრა ახალმა კონსტიტუციამ, მაშინ ყველაფერი ჩაჯდება თავის ნორმაში. ჩვენ ვერ ვხედავთ მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც აკეთებს ისეთ რამეებს, რის გაკეთებასაც ცდილობს დღეს მარგველაშვილი.

საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, "ინსტიტუტების შერყევა ქართული ოცნების საფირმო ნიშანია". გიორგი მარგველაშვილმა ეს განცხადება ვეტოს სავარაუდო დაძლევის შესახებ საუბრისას გააკეთა.

კომენტარები