წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

კუპრაძე საგამოძიებო კომისიაზე: ეს იქნება პოლიტიკური პატიმრობის ყველაზე ქოცური შემთხვევა!

მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არალეგიტიმურმა პარლამენტმა საქმე პროკურატურას გადასცა და პოლიტიკური განცხადებებით პატიმრობას ითხოვს!

ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე ქოცური შემთხვევა პუტინის სტილში!

შიში არ არსებობს, როცა საქმე პრინციპებს და ქვეყნის მომავალს ეხება!

წერს პარტია ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

წინა ხელისუფლების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარის თქმის გამო, კომისიამ კენჭისყრის საშუალებით გადაწყვიტა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურას დღესვე გადასცეს.

კომენტარები