აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ ვიცეპრეზიდენტსა და 2024 წლის არჩევნებში მის მეტოქეს, კამალა ჰარისსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და 2016 წლის არჩევნებში მის მეტოქეს, ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა.
ტრამპის ბრძანება სხვა პირებსაც მოიცავს, რომლებიც ტრამპთან პოლიტიკურად არიან დაპირისპირებულები.
"დავადგინე, რომ შემდეგი პირების წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამება". - წერია ტრამპის მემორანდუმში.
შეზღუდვა ასევე შეეხება, მათ შორის, ტრამპის პირველი ვადის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორს ევროპისა და რუსეთის საკითხებში, ფიონა ჰილს, ყოფილ რესპუბლიკელ კონგრესმენს, ლიზ ჩეინის და ასევე იურისტებს, ალვინ ბრაგსა და ლეტიცია ჯეიმსს, რომლებმაც ტრამპის წინააღმდეგ საქმეები აღძრეს.
იმ პირთა სია, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდათ, უკვე მოიცავდა ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.