ბათუმში, "ოცნების ქალაქში" ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
როგორც ტაბულას საგანგებოს სიტუაციების სამსახურში ეუბნებიან, ცეცხლი საცხოვრებელი სახლში გაჩნდა და მეზობელი სახლის სახურავზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დაშავებული არავინაა.
საგანგებოს ცნობითვე, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.