მსოფლიო იცვლება... და იცვლება, ერთი შეხედვით, ბევრისთვის წარმოუდგენლად, მიუღებლად, ამორალურად, თუმცა ასეთი დაუნდობელია გლობალური პოლიტიკა. მასში არაა პოლიტიკური შარლატანების ადგილი, ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი და ისე გაქრება სახელმწიფო დედამიწის ზურგიდან, რომ შეშფოთებასაც არავინ გამოხატავს. მსოფლიოში მიმდინარე ეს ცვლილებები ლოგიკური დასასრულის ეტაპზე გადავიდა, დღეს ჩვენს თვალწინ იკვრება ცეცხლის რკალი უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე, გლობალური ეკონომიკა წარმოუდგენელ წნეხშია, ძველი მეგობრები კი მტრებად ეკიდებიან ერთმანეთს, ჩვენ ვერ დავრჩებით პასიური დამკვირვებლები, დიპლომატია ჩვენი ერთადერთი იარაღია საგარეო ასპარეზზე [...]
უნდა მივცეთ ქართველ დიპლომატებს საქართველოს ინტერესების დაცვის საშუალება. [...] მიმდინარე გლობალურ ქაოსში საქართველო არ ელოდება შესაძლებლობებს, ჩვენ თავად ვქმნით მას. [...] არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო ქაოსში ჩაითრიონ, ევროპის კონტინენტზე იწყობენ თბილ ბუდეს [...] ერთ რამეში უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო - მშვიდობა არაა საჩუქარი, იგი არის პასუხისმგებლობა, არაერთხელ დავუმტკიცეთ მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ქართული ოცნების ხელისუფლების და მისი პასუხისმგებლიანი პოლიტიკის იმედი, თუნდაც ყველაზე რთულ დროს.