დონალდ ტრამპი

ტრამპი: ჰუსიტების უკან ირანი დგას, მათ მომდევნო იერიშს აშშ დიდი ძალით გასცემს პასუხს

Evan Vucci/AP

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოაქვეყნა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ჰუსიტების ტერორისტული აქტივობების უკან ირანი დგას:

"არავინ მოიტყუოს თავი! ჰუსიტების, იემენში დაფუძნებული ამ ბოროტი განგსტერებისა და ავაზაკების, რომელთაც იემენის ხალხი ვერ იტანს, ასობით იერიშის უკან ირანი დგას".

ტრამპი ასევე წერს, რომ ჰუსიტების მომდევნო იერიშს აშშ დიდი ძალით პასუხს გასცემს: 

"ნებისმიერ შემდგომ იერიშს ან "ჰუსიტების" საპასუხო დარტყმას პასუხი გაეცემა დიდი ძალით და არ არის გარანტიები, რომ ეს ძალა ამაზე გაჩერდება. ირანი თამაშობდა დევნილი ტერორისტების "უმანკო მსხვერპლს", თითქოს მათზე კონტროლი დაკარგეს, მაგრამ კონტროლი არ დაუკარგავთ. ისინი (ირანი) კარნახობენ ყოველ ნაბიჯს, აძლევენ იარაღს, აწვდიან ფულს და უაღრესად დახვეწილ სამხედრო აღჭურვილობას და ე.წ. სადაზვერვო მონაცემებსაც კი. 

ჰუსიტების ყოველი გასროლა განიხილება, როგორც ირანის ხელმძღვანელობის მიერ ირანული იარაღის გასროლა. ირანი აგებს პასუხს, საკუთარ თავს იგრძნობს შედეგებს და ეს შედეგები იქნება საშინელი"!

კომენტარები