მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე: არაფრად მიგვაჩნია უკანონო ბრალი და სასჯელი

გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ ამბობდა ხოლმე, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას და პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში

[…] არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრის მთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი, რუსების დავალებების შემსრულებლები, მოსამართლეებად წოდებული ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია - ამას ამბობს საქართველოს ისტორიაც და ამას იტყვის საქართველოს მომავალიც

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლისა და 6 თვის წელი მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა, რომელმაც საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.

კომენტარები