საქართველო-აშშ

ჩერგოლეიშვილი: ელჩთან შეხვედრა არ ნიშნავს რეჟიმის ნორმალიზაციას

მეგობრებო ელჩები ხვდებიან და შეხვდებიან რეჟიმს.

იდიოტია აბსოლუტურად ყველა, ვინც გაგიჩინათ მოლოდინი რომ ეს არ მოხდება.

ელჩთან შეხვედრა არ ნიშნავს რეჟიმის ნორმალიზაციას.

ელჩი მაგისთვისაა რომ არანორმალურ რეჟიმებსაც შეხვდეს და მის ქვეყანასთან ურთიერთობის პირობები დაუყენოს.

და კი - მინისტრს დაუძახებენ.

ზუსტად ისე როგორც პუტინს უწოდებენ პრეზიდენტს.

და ეს არაფერს ნიშნავს.

როცა შევცვლით რეჟიმს, მერე შეხვდებიან იმას, ვისაც ავირჩევთ.

არასწორ ხალხს უსმენთ, არასწორ მოლოდინებს იჩენთ, მერე ამ არასწორი მოლოდინებიდან იბღინძებით და მიწაზე ეხეთქებით - და ჭკუას მოუხმეთ ფლზ.

დაწერა პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში

კომენტარები