საპროტესტო აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიამ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე ჩვენება პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს. გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც. პროკურატურამ გიგაურის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვა, დაცვის მხარე კი ამბობდა, რომ გიგაურის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.
"ჩემს ბრძოლას მივიყვან ბოლომდე! ვერავინ გამაგდებს საქართველოდან და ვერც ეღირსებით, რომ წავიდე საქართველოდან. ვიბრძოლებ ბოლომდე!" - მიმართა სასამართლოს ანატოლი გიგაურმა.
ანატოლი გიგაური 2024 წლის, 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილიც წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.