ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

თსუ-ს ლექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი ლექტორი, თამარ ტატანაშვილი ამბობს, რომ ის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ტატანაშვილი ფიქრობს, რომ მისი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

"თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტთან 8-წლიანი უწყვეტი სტაჟი მაკავშირებს. სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, დაახლოებით, 5 საგნის სწავლების პროცესში ვიყავი ჩართული. თუმცა, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ მიმდინარე სემესტრიდან, იმის საჭიროება აღარ იყო, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მე ვყოფილიყავი [...] ასეთი დამოკიდებულება ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების პროცესში დაიწყო, როცა, სავარაუდოდ, გარკვეული მითითებების შესაბამისად, ნელ-ნელა იმ პროცესისთვის შემზადება დაიწყეს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ლექტორებს სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ [...]

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: მათი ასეთი არაღირსეული, ვირეშმაკული და სასაცილო საქციელის გამო ვწუხვარ, როცა ისინი პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან და არა სტუდენტებს". - თქვა ტატანაშვილმა TV პირველთან საუბარში.


იქამდე, თამარ ტატანაშვილის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირინე ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს - არსებული ინფორმაციით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

კომენტარები