თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმე არსებით განსახილველად გადაეცა სასამართლოს, შემდეგი სხდომა 24 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორივე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვის შემთხვევაში მტკიცებულებები სასამართლოს გადაეცემა.
დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, იმ მიზეზით, რომ დავითაშვილმა დაუშვებლად არ ცნო პროკურატურის მტკიცებულება, ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, მან სოციალური ქსელიდან, საჯაროდ მოიპოვა. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
6 მარტს დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადა, ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს.