რუსული რეჟიმი

8 პირის პროცესზე მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორივე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვის შემთხვევაში მტკიცებულებები სასამართლოს გადაეცემა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, იმ მიზეზით, რომ დავითაშვილმა დაუშვებლად არ ცნო პროკურატურის მტკიცებულება, ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, მან სოციალური ქსელიდან, საჯაროდ მოიპოვა. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

6 მარტს დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადა, ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს. 

რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომლის დაუშვებლად ცნობასაც ადვოკატები ითხოვდნენ, საუბარია კანონდარღვევით ჩატარებულ ჩხრეკებზე, შედგენილ ოქმებზე, ვიდეოკადრებზე, ასევე ადვოკატების განცხადებით, რამდენიმე საქმეში მითითებული არაა მტკიცებულების წარმომავლობა. 

დაცვის მხარის განცხადებით, არაა ცნობილი ვიდეომტკიცებულებების ვის მიერ, სად ან რა ვითარებაშია გადაღებული. 

კომენტარები