ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სალია: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არანაირი ნიშნები არაა

დავიწყოთ იქიდან, რომ არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის. არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ, ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს Deep State და მისი ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში. 

ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, არანაირი ნიშნები პოლიტიკური კრიზისისა ქვეყანაში არაა.

გვყავს ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა. მას დარწმუნებული ვარ, რომ აღარ დარჩა ამომრჩეველი. [...] ამაზე მეტყველებს ასევე ის, თუ რა ტიპის პროტესტს ვხედავთ ჩვენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე - რამდენიმე 100-ეული ადამიანი აპროტეასტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ეს არის წარმოუდგენელი! ამაზე ჩვენი პარტიის და ჩვენი ამომრჩევლის პოზიცია არის მყარი და ერთმნიშვნელოვანი, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, პაატა სალიამ.

7 მარტს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისიდან გამოსასვლელად.

კომენტარები