შვედეთი-საქართველო

შვედეთის საგარეო: ვაგრძელებთ ქართველების მშვიდობიანი შეკრების უფლების მხარდაჭერას

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში საპროტესტო აქციების მე-100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისიდან გამოსასვლელად.

როგორც შვედეთის საგარეო უწყება წერს, აგრძელებენ ქართველების გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მხარდაჭერას.

"დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებისა და ახალი შემზღუდველი კანონებისა. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა". - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები