7 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 260 უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით მასობრივი კომბინირებული საჰაერო თავდასხმა მიიტანეს.
აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 100 დრონი და 34 რაკეტა გაანადგურა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ფრანგული Mirage-2000 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინას მხოლოდ ერთი თვის წინ გადაეცა, პირველად მონაწილეობდნენ რუსეთის საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში.
"მტრის საჰაერო თავდასხმას აკავებდნენ საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) საშუალებები და მობილური საარტილერიო ჯგუფები, რომლებიც უკრაინის საჰაერო ძალებსა და თავდაცვის ძალებს ეკუთვნიან. ასევე, ოპერაციაში ჩართული იყო გამანადგურებელი ავიაცია, კერძოდ, F-16 და Mirage-2000 ტიპის თვითმფრინავები" - წერია განცხადებაში.
რუსეთმა თავდასხმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით მიიტანა. როგორც წერს უკრაინის საჰაერო თავდაცვა, თავდასხმის მთავარი მიზანი გაზის მოპოვების ინდუსტრიის ობიექტები იყო.





